ფეხბურთი

17:50 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„ზალცბურგთან“ გოლისა და საგოლე პასის შემდეგ ოთარი Laola1-მა გამოარჩია, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებისგან ხმების 51% ქართველს ერგო.

კიტეიშვილმა აჯობა დონის ავდიაის (ჰარტბერგი, 24%), რობერტ ზულის (ლასკი, 14%), ატდე ნუჰიუს (ალტახი, 6%) და ანტონიო შმიდს (ლუშტეანუ, 5%).

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117336