„ჰოფენჰაიმის,“ „ლაიფციგისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებელი, იულიან ნაგელსმანი, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან ახლოსაა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაგელსმანი ამ პოსტის ფავორიტია.
10 სექტემბერს გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ჰანსი ფლიკის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. ის გუნდს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.
შეგასენებთ, რომ ბუნდესნაკრები ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა.