ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ „ნაპოლიდან“ რუდი გარსიას თუ გაათავისუფლებენ, ის ანტონიო კონტეთი უნდა შეცვალონ.
„ანტონიო კონტე იდეალური იქნებოდა. მას აქვს თავისი იდეების და გამბედაობა. ის ითამაშებს 3-4-3 სქემით. „ნაპოლიში“ სპალეტის შემდეგ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ წინ გაუძღვება. კონტე ტოპ-მწვრთნელია, მაგრამ არ ვიცი, დე ლაურენტისთან მუშაობას თუ დათანხმდება“, - თქვა კასანომ.
აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტე ამჟამად უმუშევარია და ოჯახთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს. კონტე შაბათს, ტურინში, „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩს სტადიონზე დაესწრო.