ფეხბურთი

17:39 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "მილანის" ფანებთან ვალში ვარ"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ წელიწადში წაგებული 5 დერბის გამო, „როსონერის“ ფანებთან ვალშია.

„დერბიში წარუმატებლობის სიმძიმეს ვგრძნობ. რომ შემეძლოს, ყველაფერს დავთმობდი ამ შედეგის შესაცვლელად. ფანებთან ვალში ვარ, რადგან მე ვარ მწვრთნელი, რომელმაც ერთ წელიწადში ყველაზე მეტი დერბი წააგო.

ზლატანის ვიზიტი? ის პარასკევს, დერბის წინ უნდა მოსულიყო, მაგრამ მოულოდნელი საქმე გამოუჩნდა, ამიტომ დღეს მოვიდა. გაგვიხარდა მისი ნახვა, ბიჭებს ინდივიდუალურად ელაპარაკა. „ნიუკასლი“ ტიპური ინგლისური კლუბია, ფიზიკურად ძლიერი, მაღალი ინტენსივობით და პრესინგით გამორჩეულია, სტანდარტულებზე ძალიან სახიფათო“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნიუკასლის“ მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება.

0.117879