მადრიდის „რეალის“ ისტორიაში მოგებული მატჩების რაოდენობით კარლო ანჩელოტიმ ზინედინ ზიდანს გადაასწრო და მეორე ადგილს უკვე ერთპიროვნულად დაეპატრონა.
„სოსიედადთან“ გამარჯვება ანჩელოტისთვის „სამეფო კლუბში“ 173-ე იყო. ამ შედეგს მან 2013-2015 და 2021 წლიდან დღემდე უწია. იტალიელმა 112 თამაში ლა ლიგაში მოიგო, 36 ჩემპიონთა ლიგაზე, 17 ესპანეთის თასზე, 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 2 ევროპის სუპერთასზე და ორიც ესპანეთის სუპერთასზე. 172 თამაში მოიგო „რეალმა“ ზიდანის ხელმძღვანელობით.
პირველ ადგილზე კი მიგელ მუნიოსია, რომელმაც მადრიდულ გრანდს 1960-1974 წლებში 357 მატჩი მოაგებინა და მისი რეკორდი ხელშეუხებელი ალბათ დიდხანს იქნება.
კარლო ანჩელოტის „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ევროპის სუპერთასი ორ-ორჯერ აქვს მოგებული, ხოლო ლა ლიგა და ევროპის სუპერთასი თითოჯერ მოიპოვა.