სხვა

19:06 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეშვიდედ გახდა!

ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიოს ჩემპიონია. ქართველმა ძალოსანმა საუდის არაბეთის ქალაქ რიადში გამართული პლანეტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა.

ლაშამ ოქროს მედალი მოიპოვა, როგორც ორჭიდში, ისე ატაცსა და აკვრაში. ატაცში ლაშას სამივე მისვლა შტანგასთან წარმატებული იყო: მან 208, 215 და 220 კგ დააფიქსირა, რაც დისციპლინაში საკმარისი გამოდგა პირველობისთვის.

აკვრაში ტალახაძემ 245 და 253 კგ დაძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს 260 კგ ვერ ასწია, მაინც შეძლო დისციპლინაში ოქროს დასაკუთრება და ორჭიდშიც 473 კგ-ით მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 7-ჯერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონობა. გარდა ამისა, მე-4 ძალოსანი ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 ოქროს მედალს ფლობს. აქვე გეტყვით, რომ ვერცხლი მოიპოვა ვარაზდათ ლალაიანმა, ხოლო ბრინჯაოს გორ მინასიანი დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ტალახაძის გარდა, მცირე ბრინჯაოს მედალი შოთა მიშველიძემ მოუტანა, სხვებმა კი ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.

0.114276