სხვა

16:56 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბაქარ თურმანიძის მე-6 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფში

საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების სარეიტინგო ქულები თამაშდება ბაქარ თურმანიძემ (+109 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანი მსოფლიო ფიცარნაგზე B ჯგუფში გამოვიდა.

თურმანიძემ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 176 / 181 / 185 კგ. დაძლია და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა.

ძალოსანმა აკვრაში თავი 214 კილოგრამს გაართვა და მე-8 საფეხური ერგო, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 399 კილოგრამით კი თურმანიძე B ჯგუფში მე-6 ადგილს დასჯერდა.

0.122068