გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში „ზალცბურგთან“ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
კიტეიშვილმა თავი 53-ე წუთზე შორეული და ულამაზესი დარტყმით გამოიჩინა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. 10 წუთში მან საგოლე პასი მიითვალა, როდესაც მანპრიტ სარკარიამ „შტურმი“ დააწინაურა. „ზალცბურგმა“ დარჩენილ დროში გათანაბრება შეძლო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 2 გოლთან ერთად 3 საგოლე პასიც მითვალა. „შტურმი“ 17 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 24 სექტემბერს, სტუმრად „რაპიდს“ დაუპირისპირდება.