„ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ჩავის, კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და ხელმძღვანელობა მზად არის არა მხოლოდ გაუხანგრძლივოს ხელშეკრულება, არამედ ხელფასი გაუორმაგოს - წერს Marca.
კატალონიელი სტრატეგი წელიწადში 4 მილიონი ევროს ნაცვლად, 8 მილიონს მიიღებს. „ბარსას“ ხელმძღვანელებმა შეაფასეს შარშანდელი ჩემპიონატი და გუნდის საერთო პროგრესი: ჩავის დროს „ლურჯ-ბროწეულისფერებმა“ 94 შეხვედრა ითამაშეს, 59 მოიგეს, 16-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულეს და 19 წააგეს. ეს მიუნიშნებს მწვრთნელს თამაშზე საშუალო ქულების თანაფარდობას ყველა შეჯიბრში - 2.05. რაც ბევრად აღემატება მის წინამორბედის, რონალდ კუმანის (1,67 ქულა თამაშში) მაჩვენებელს.
ჩავი „ბარსას" პროგრესს არა მხოლოდ ტრანსფერებზე საბოლოო სიტყვის უფლების გამო უკავშირებს, არამედ შესაძლებლობას, მუშაობა თავის ასისტენტთა გუნდთან გააგრძელოს. „კამპ ნოუზე" მასთან შვიდი სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც მწვრთნელს კარიერის ყატარული პერიოდიდან მოჰყვებიან. ჩავი განსაკუთრებით აფასებს ანალიტიკოსებს დევიდ პრატსს, ტონი ლობოს და სერხიო გარსიას - ისინი პასუხისმგებელნი არიან ტაქტიკაზე და ეყრდნობიან ხელოვნური ინტელექტის, Kognia-ს პროგრამულ მონაცემებს მომზადების პროცესში.
ის 2019 წელს კლუბის აკადემიის ყოფილმა თანამშრომელმა, მაურისი ლოპეს-ფელიპმა შექმნა და ახლა „ბარსელონას“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი იარაღია.