ფეხბურთი

15:50 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ქალი ფეხბურთელები პრეზიდენტ რუბიალესის გადადგომის მიუხედავად, ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებენ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებენ - წერს AS.

წყაროს ცნობით, მსოფლიოს 23 ჩემპიონი და დანარჩენი ფეხბურთელები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად გადაწყვიტეს ნაკრებში არ ეთამაშათ. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესისა და მოთამაშე ჯენიფერ ერმოსოს კოცნის ამბის შემდეგ, გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა. რომ რუბიალესი გადადგა თანამდებობიდან, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხორხე ვილდა კი გაათავისუფლეს.

25 აგვისტოს, ერმოსომ და კიდევ 80-მა სხვა მოთამაშემ (მოქმედმა და ყოფილმა), 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონების ჩათვლით, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას: „რეალური ცვლილებების მოთხოვნით, როგორც სპორტული, ასევე სტრუქტურულის“ და განაცხადეს, რომ დატოვებენ ეროვნულ ნაკრებს მანამ, სანამ ფედერაცია შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

0.115111