ფეხბურთი

19:21 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" დირექტორი: "მამარდაშვილის შენარჩუნებაც ინვესტიციაა"

„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ დაადასტურა, რომ გიორგი მამარდაშვილზე ზაფხულში შეთავაზება მიიღეს, მაგრამ კლუბმა მის გაყიდვაზე უარი თქვა. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

„სატრანსფერო ბაზრის დროს რაღაცები ხდება, როგორიცაა მამარდაშვილის, დიახაბის და ტიერი კორეირას შემოთავაზებები, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მიგვეღო ეს შეთავაზება და დაგვებალანსებინა ხარჯები, გადაწყდა, რომ დარჩენილიყვნენ, რადგან ესეც ინვესტიციაა. გაყიდვების უარყოფაც ინვესტიციის საშუალებაა“, - თქვა კორონამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს არაერთ გუნდს უკავშირებდნენ, მაგრამ ამ სეზონსაც „ვალენსიაში“ გაატარებს, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.113228