ფეხბურთი

18:04 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Thebest: ფიფამ ხვიჩა კვარაცხელია წლის ფეხბურთელის 12 ნომიმანტში დაასახელა!

ოქროს ბურთის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ფიფამაც წარადგინა ნომინანტებს შორის ფიფას 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე!

ეს კიდევ ერთი დიდი აღიარებაა, რომელიც ქართველ ფეხბურთელს უკავშირდება და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც პირველად მოხდა. ფიფას საიტზე ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ფიფამ სულ 12 ნომინანტი დაასახელა და მათ შორისაა კვარაცხელიაც.

საუკეთესო ფეხბურთელი - ნომინანტები

  • ხულენ ალვარესი (არგენტინა)
  • მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია)
  • კევინ დე ბრუინი (ბელგია)
  • ილქაი გიუნდოგანი (გერმანია)
  • ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია)
  • როდრი (ესპანეთი)
  • ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)
  • კილიან მბაპე (საფრანგეთი)
  • ლიონელ მესი (არგენტინა)
  • ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია)
  • დეკლან რაისი (ინგლისი)
  • ბერნარდო სილვა (პორტუგალია)


საუკეთესო მეკარე - ნომინანტები

  • იასინ ბონო (მაროკო)
  • ტობი კურტუა (ბელგია)
  • ედერსონი (ბრაზილია)
  • ანდრე ონანა (კამერუნი)
  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია)


საუკეთესო მწვრთნელი - ნომინანტები

  • პეპ გვარდიოლა (ესპანეთი)
  • სიმონე ინძაგი (იტალია)
  • ანგე პოსტეჩოღლუ (ავსტრალია)
  • ლუჩანო სპალეტი (იტალია)
  • ჩავი (ესპანეთი)
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114622