საუდის არაბეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, მოჰამედ ალ-დეაიამ რობერტო მანჩინის დებიუტი შეაფასა, რომელიც კარგი არ იყო - მარცხი კოსტა რიკისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან.
ალ-დეაიას არც ის სჯერა, რომ ფეხბურთელები ამხანაგური მატჩებისთვის იტალიელმა სპეციალისტმა შეარჩია.
„ეს წარუმატებელი გუნდია და ასე თამაშს გააგრძელებს, რადგან სტერილური იდეებია. ხელს მოვიჭრი, თუ რობერტო მანჩინის შერჩეულია შემადგენლობით დაკომპლექტდა გუნდი“, - თქვა ალ-დეაიამ.
საუდის არაბეთის ნაკრებს ბოლო 6 მატჩი წაგებული აქვს და ძალიან ცუდ ფორმაშია.