ფეხბურთი

12:20 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი დე ლიხტით უკმაყოფილოა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი მატაის დე ლიხტით უკმაყოფილოა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

ტუხელი ფიქრობს, რომ ნიდერლანდელი მცველი ძალიან ნელია და თამაშის ტემპს ხშირად ანელებს. აღსანიშნავია, რომ დე ლიხტს კარიერაში რთული პერიოდი აქვს. ის დიდი ხანია ნიდერლანდების ნაკრების ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად აღარ განიხილება, მიმდინარე სეზონში კი, იგივე „ბაიერნშიც“ ხდება.

ოთხიდან მხოლოდ ერთხელ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და მაშინაც შეცვალეს. მას მერე, რაც მიუნხენელებმა კიმ მინ-ჯე იყიდეს, დე ლიხტმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ მატაის დე ლიხტი 2022 წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ იყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103299