ფეხბურთი

23:36 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ: "ჩავი "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ განაცხადა, რომ ჩავი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. პორტუგალიელს დეტალები არ გაუჟღერებია, მაგრამ კლუბში ჩავის მუშაობით კმაყოფილები არიან.

„ჩავი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ის ამას იმსახურებს. რამდენი წლით? ნახავთ, მაგრამ მომავალზე ვმუშაობთ. ჟოაო კანსელო და ჟოაო ფელიქსი უბრალო იჯარით დავიმატეთ, მათი გამოსყიდვის უფლება არ გვაქვს, მაგრამ თუ კარგად ითამაშებენ, ვეცდებით მათ შენარჩუნებას. ისინი გუნდს მეტ ბალანსს მისცემენ, ვიცით, რა ძალისხმევა გამოიჩინეს ჩვენს გუნდში ყოფნისთვის“, - თქვა დეკუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101062