იტალიელი ფეხბურთელი მარკო ვერატი კარერას „ალ-არაბიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ვერატი კატარულ კლუბში წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „პარი სენ-ჟერმენმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 45 მილიონი მიიღო.
ვერატი პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობდა და 416 მატჩში 11 გოლი გაიტანა. კარიერა მან „პესკარაში“ დაიწყო, იტალიის ნაკრებში კი 55 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.