პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პორტუგალიელმა პოლონეთს მხოლოდ 9 თვე უხელმძღვანელა, მაგრამ შედეგები კატასტროფული ჰქონდა. ალბანეთთან 0:2 წაგების შემდეგ კი, მას კარისკენ მიუთითეს.
პოლონეთის ნაკრები ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა (2 მოგება, 3 წაგება), ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენა ემუქრება. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის მას.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუში მანამდე პორტუგალიის ნაკრებში მუშაობდა, რომელსაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი, 2019 წელს კი, ერთა ლიგა მოაგებინა.