ვეტერანმა სლოვენიელმა მეკარემ, სამირ ჰანდანოვიჩმა კარიერა დაასრულა. მან ფეხბურთიდან წასვლა 39 წლის ასაკში გადაწყვიტა.
ჰანდანოვიჩმა თამაში „დომჟალეში“ დაიწყო, შემდეგ ის იტალიაში გადავიდა, სადაც „უდინეზეს“, „ტრევიზოს“, „ლაციოს“, „რიმინის“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა. სწორედ „ნერაძურიში“ დაჰყო ყველაზე დიდი პერიოდი, სადაც 2012-2023 წლებში 455 მატჩი ჩაატარა.
სლოვენიის ნაკრებში ჰანდანოვიჩმა 2004-2015 წლებში 81-ჯერ ითამაშა. გავრცელებული ინფორმაციით, ის „ინტერში“ დაბრუნდება, სადაც კლუბის მენეჯმენტში დაიკავებს ერთ-ერთ თანამდებობას.