ფეხბურთი

2:36 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "პირადად მე ბოდიშს გიხდით, იმედია, უკეთესი დღეები წინაა"

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ნორვეგიასთან მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოდიშს უხდის გულშემატკივარს და იმედი აქვს, რომ უკეთესი დღეები წინაა.

„ბევრი საუბარი არ შემიძლია, არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, ცუდი შეკრება გამოვიდა. მჯერა, რომ უკეთესი დღეები იქნება. მადლობა გულშემატკივრებს, ჯერ „დინამო არენაზე“ მოსულ ხალხს, იმიტომ, რომ იმ საშინელი თამაშის მიუხედავად 90 წუთი ჩვენს გვერდით იყვნენ. პირადად მე ბოდიშს ვუხდი მათ და იმედი მაქვს, რომ უკეთესი დღეები გველოდება. დღეს ვისაუბრეთ ქომაგებთან, გვითხრეს, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდში იქნებიან და ყველა აფასებს ამ მხარდაჭერას“, - თქვა მამარდაშვილმა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.

0.116198