ფეხბურთი

21:04 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრებში იულიან ნაგელსმანი ფავორიტია

გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია. ამის შესახებ Bild-ი იტყობინება.

ნაგელსმანი „ბაიერნიდან“ დაითხოვეს, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი მაინც აკავშირებს. თუმცა, წყაროს თანახმად, მიუნხენელები მზად არიან, მწვრთნელი ხელშეკრულებისგან გაათავისუფლონ, შესაბამისად, გერმანიის ნაკრებისკენ გზა გაუხსნან. ახლა გადაწყვეტილება გერმანიის საფეხბურთო კავშირზეა.

აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანმა ჰანსი ფლიკი „ბაიერნში“ შეცვალა, ახლა კი, შეიძლება გერმანიის ნაკრებში შეცვალოს.

ჰანს-დიტერ ფლიკი ორი დღის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. გერმანიის ნაკრებს დროებით რუდი ფიოლერი ავარჯიშებს. „ბუნდესნაკრებს“ ნაგელსმანის გარდა, ლუის ვან გაალი და ოლივერ გლასნერი დაუკავშირეს.

0.115416