WTA-ს რეიტინგის ყოფილი ლიდერი სიმონა ჰალეპი დოპინგ-ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ 4 წლით ჩოგბურთს ჩამოაშორეს.
რუმინელს, რომელსაც WTA-ს 24 ტიტული აქვს მოგებული, 2022 წელს, ამერიკის ღია პირველობაზე ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა, რის გამოც მას დროებით შეუჩერეს ტურნირებში მონაწილეობის უფლება. ახლა კი, საბოლოო განაჩენი მიიღეს, რომლის მიხედვით 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
დისკვალიფიკაციის ვადა 2022 წლის 7 ოქტომბრიდან იწყება და 2026 წლის 6 ოქტომბრამდე იქნება ძალაში. შესაბამისად, ჰალეპმა სასჯელის 1 წელი უკვე მოიხადა. რუმინელი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომელსაც გაასაჩივრებს.
სიმონა ჰალეპს კარიერაში ორჯერ აქვს დიდი სლემი მოგებული - 2018 წელს როლან გაროსი, ხოლო 2019 წელს უიმბლდონი.