ფეხბურთი

19:55 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინის შვილმა საფეხბურთო კარიერა 27 წლისამ დაასრულა

კრისტიან მალდინიმ, რომელიც პაოლო მალდინის შვილია, კარიერა დაასრულა. მან ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება 27 წლისამ მიიღო.

კრისტიან მალდინი „მილანის“ აკადემიაში გაიზარდა, მაგრამ მთავარ გუნდში შანსი არ მისცემია. მისი კარიერა ძირითადად დაბალ ლიგებში წარიმართა, სადაც „რეჯანას“, „პრო სესტოს“, „ფონდის“, „პიაჩენცას“, „ფანოსა“ და „ლეკოს“ ღირსებას იცავდა. ცოტა ხანი, მალტურ „ჰამრუნშიც“ გამოდიოდა.

გასული სეზონი სერია C-ში, „ლეკოს“ მაისურით გაატარა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ სამჯერ გავიდა.

კრისტიანი არ არის პაოლო მალდინის ერთადერთი შვილი, რომელიც ფეხბურთელია. „ემპოლის“ ღირსებას იცავს 22 წლის თავდამსხმელი დანიელ მალდინი, რომელიც „მილანის“ საკუთრებაა, ტოსკანურ კლუბში კი განათხოვრებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120262