წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება: 16 მონაწილე გუნდი ორ დივიზიონად გაიყო: საქართველო პირველ დივიზიონშია, სადაც B ჯგუში უნგრეთის, იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შეხვდება. ჯგუფი საკმაოდ მძიმეა.
ევროპის ჩემპიონატი 3-16 იანვარს, ისრაელში ჩატარდება. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე მისთვის საუკეთესო შედეგი აჩვენა და მერვე ადგილი დაიკავა. მანამდე ქართველმა წყალბურთელებმა კონტინენტის პირველობაზე 2014, 2016, 2018 და 2020 წელს იასპარეზეს.