ესპანური გამოცემა As-ი ნორვეგიისა და საქართველოს დღევანდელ მატჩს გამოეხმაურა, უფრო კონკრეტულად კი, გიორგი მამარდაშვილისა და ერლინგ ჰოლანდის დუელს.
მამარდაშვილი მონსტრის წინააღმდეგ - ასეთია გამოცემის სტატიის სათაური, რომელშიც წერია:
„გასულ პარასკევს მამარდაშვილმა ფეხბურთელის რანგში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საღამო განიცადა. მას ცუდად არ უთამაშია და საინტერესოა, რომ თავისი სეივებით გუნდი უფრო სოლიდური სხვაობით მარცხისგან იხსნა, მაგრამ 7 გოლი გაუშვა. არც ერთში მას ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ ამდენი გოლის გაშვება ადვილი არ არის.
საქართველო დღეს საღამოს ნორვეგიას სტუმრობს. ეს არ არის საუკეთესო ნაკრები, მაგრამ ჰყავს საუკეთესო ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდი. „კიბორგს“ ამ სეზონში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და „ვალენსიას“ მეკარეს გამოცდის. უკეთესი იქნებოდა უფრო დაბალი გუნდის წინააღმდეგ თამაში ესპანეთთან ასეთი მარცხის შემდეგ, მამარდაშვილის საქმეს ფორვარდი ნამდვილად ართულებს.
„ვალენსიაში“ მეკარე უკონკურენტოა, გასულ სეზონში მან მხოლოდ 14 წუთი არ ითამაშა, „ლა ნუსიასთან“, როცა ადგილი იაგო ერერინს დაუთმო, წელსაც იგივეა, ყოველთვის თამაშობს. მამარდაშვილი ხვალ ვალენსიაში დაბრუნდება და „პატერნაში“ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებს. ისინი შაბათს, მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებენ. ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაში თუ ექნება, კლუბში უფრო მოტივირებული ჩამოვა, რათა დაივიწყოს ის მძიმე დარტყმა, რაც ესპანეთთან განიცადა“, - წერს გამოცემა.