ფეხბურთი

16:20 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩიმ "იუვენტუსის" წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

„უნიონ ბერლინის“ ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი თავის ყოფილ კლუბს, „იუვენტუსს“ სასამართლოში უჩივის. როგორც იტალიური მედია წერს, ბონუჩი სარჩელს შეიტანს ტურინული გრანდის წინააღმდეგ პროფესიული და პირადი იმიჯის შელახვის გამო.

„იუვენტუსმა“ ბონუჩი გასული სეზონის შემდეგ გუნდს ჩამოაშორა, მას არ ეძლეოდა საშუალება ევარჯიშა დანარჩენილ ფეხბურთელებთან ერთად, არ ჰქონდა წვდომა სპორტდარბაზზე, საცურაო აუზსა და სავარჯიშოდ საჭირო სხვა პროცედურებზე.

ბონუჩიმ საბოლოოდ „იუვენტუსი“ დატოვა და კარიერა გერმანიაში გააგრძელა, ახლა კი, კლუბს უჩივის. როგორც ცნობილი გახდა, ლეონარდო აპირებს სასამართლო პროცესის შედეგად მიღებული ნებისმიერი თანახმა ქველმოქმედებას მოახმაროს, კერძოდ, ტურინის პედიატრიულ ნეიროქირურგიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზებული ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010-2017 და 2018-2023 წლებში თამაშობდა. მან ტურინულ გრანდში 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ჩატარებული თამაშების რაოდენობით ის „იუვეს“ ისტორიაში მეექვსე პოზიციაზეა. ბონუჩის ასევე უთამაშია „ტრევიზოში“, „ინტერში“, „ბარისა“ და „მილანში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115978