ლუის რუბიალესი, რომელიც ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, ამბობს, რომ ქვეყნის ნაკრების მოთამაშე ჯენიფერ ერმოსოს კოცნა მისი მხრიდან სექსუალური განზრახვა არ ყოფილა.
„არავითარი ზიანი არ ყოფილა, არ ყოფილა სექსუალური მინიშნება, არანაირი აგრესია, მსგავსი არაფერი. ჯენის კოცნის მნიშვნელობა ზუსტად იგივე იყო, ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილისთვის რომ მეკოცნა. მეგობრებსა და ნათესავებს შორის ასეთი რამ ძალიან, ძალიან ხშირია.“ - ციტირებს რუბიალესის სიტყვებს AS.
10 სექტემბერს რუბიალესმა ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მუშაობა შეუძლებელი გახდა.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ესპანეთის ქალთა ნაკრემა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, ტურნირის ფინალში მათ ინგლისის ნაკრები დაამარცხეს (1:0). დაჯილდოების ცერემონიის დროს რუბიალესმა ესპანელ ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა.
ესპანეთის პროკურატურამ რუბიალესის მხრიდან სექსუალურ ძალადობაის მიზეზით გამოძიება დაიწყო.
ფიფა რუბიალესის ფეხბურთიდან 15 წლით მოკვეთას აპირებს.