„ბარსელონას“ პრეზიდენტის მრჩეველმა, ენრიკ მასიპმა, განმარტა, რატომ არის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გუნდის კაპიტანი.
„ტერ შტეგენი ყველასთვის მაგალითია, ამიტომ არის ჩვენი კაპიტანი. მას სურს გააგრძელოს გუნდში თამაში და წვლილი შეიტანოს წარმატებებში. ის კლუბის ერთგულია საქმით და არა სიტყვებით.“ - ციტირებს მასიპის სიტყვებს Sport.es.
გერმანელი მეკარე გუნდში უკვე ცხრა სეზონია თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში 31 წლის კარის დარაჯმა 379 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 368 გოლი გაუშვა. მიმდინარე წლის აგვისტოში მან „ბარსასთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.