ფეხბურთი

23:44 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ბერიძემ თურქეთში კლუბი შეიცვალა

გიორგი ბერიძემ „ანკარაგიუჯუ“ დატოვა და კარიერას „ქოჯაელისპორში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ანკარელებსა და 26 წლის ქართველს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა, რის შედეგადაც ის ქოჯაელში გადავიდა, რომელიც თურქეთის მეორე ლიგაში გამოდის.

ბერიძე „ანკარაგიუჯუში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის „დილას“, „ზესტაფონის“, „ტრენჩინის“, „უიპეშტის“, „გენტისა“ და „ლოკერენის“ ღირსებას იცავდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი). „ქოჯაელი“ მეორე ლიგაში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მერვე ადგილზეა.

0.116437