მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის „ბარსელონას“ შესაბამისი ფეხბურთელია.
„ვფიქრობ, ხვიჩას სტილი „ბარსელონას“ შეეფერება, ეს მისი გუნდია და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ის ახალგაზრდა და პროგრესული ფეხბურთელია. ვფიქრობ, კვარაცხელიას დონე „ბარსელონას“ შეესაბამება. 100 მილიონი ღირს? ეს საკამათო საკითხია, რომელზეც პასუხის გაცემა ძნელია. იმის გამო, რომ ბაზარზე ასეთი ციფრებია და ის ევროპის წამყვანი მოთამაშეა, დიდი ფასიც ღირს“, - თქვა სიომინმა.
შეგახსენებთ, რომ იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიასთან მოსკოვის „ლოკომოტივში“ მუშაობდა.