ფეხბურთი

20:07 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა დოპინგკონტროლზე ჩავარდა და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პოლ პოგბა დოპინგკონტროლზე ჩავარდა, რის შედეგადაც მას დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ANSA-ს ინფორმაციით, ფრანგს შემოწმება სერია A-ს პირველი ტურის მატჩის შემდეგ ჩაუტარდა, რომელშიც „იუვენტუსმა“ სტუმრად „უდინეზე“ 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პოგბას ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, სათადარიგო სკამზე იყო.

პოგბას სხეულში ტესტოსტერონი აღმოჩნდა. ახლა მას ხელახალ ტესტებს აუღებენ, რათა ცდომილება გამოირიცხოს. მანამდე, ანტიდოპინგურმა ტრიბუნალმა პოგბას თამაში უკვე აუკრძალა, სიფრთხილის მიზნით. კონტრანალიზის შემდეგ კი, საბოლოო განაჩენიც ცნობილი გახდება.

თუ დოპინგის მოხმარება საბოლოოდ დადგინდა, ფრანგ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება, რომელიც შეიძლება 2-დან 4-წლამდე იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კარიერა ფაქტობრივად დასრულდება, რადგან ისედაც ტრავმების გამო მან გასული სეზონიდან დღემდე მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა.

0.060564