მსოფლიო თასის პირველი ტურის შემდეგ მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ორი პოზიცია დაკარგა.
ლევან მაისაშვილის გუნდი 74.32 ქულით ამჟამად მე-13 ადგილზეა, ტურნირის დაწყების წინ კი მე-11 იყო. „ბორჯღალოსნებს“ სამოამ და იტალიამ გადაასწრეს.
რეიტინგში ყველაზე დიდი რეგრესი არგენტინამ განიცადა, რომელიც 4 საფეხურით დაქვეითდა და მე-10 ადგილზეა. ლიდერთა ხუთეული ისევ უცვლელია: ირლანდია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია და შოტლანდია.
ათეულში არიან ინგლისი, ავსტრალია, უელსი, ფიჯი და არგენტინა.