ფეხბურთი

16:04 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სოლბაკენი: "შემდეგ თამაში უნდა მოვიგოთ, ახლა მიზანი მხოლოდ ესაა"

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა თამაშიდან თამაშამდე უნდა იფიქრონ, ამიტომ, ახლა მიზანი მხოლოდ საქართველოსთან მოგებაა.

„ერთა ლიგაზე არც კი უნდა ვიფიქროთ, სანამ არ დასრულდება საკვალიფიკაციო ეტაპი. ძნელია დასკვნის გაკეთება, შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ, რომ შანსი შევინარჩუნოთ, მერე კი, შემდეგი უნდა მოვიგოთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შემდეგი ტურისთვის ცოცხლები ვიქნებით.

ჩვენს მოედანზე თამაში მნიშვნელოვანია. მართალია, რამდენიმე მატჩში აქ 0:0 ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით, სერბეთსა და შოტლანდიასთან. შეტევაში უფრო მეტი გოლი გავიტანოთ, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა უნდა გავაკეთოთ სხვაგვარად. ბევრ მომენტს ვქმნით და უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ“, - თქვა სოლბაკენმა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118546