ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა დანიილ მედვედევს არავითარი შანსი არ მისცა და კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა.
ნოლემ Us Open-ზე გამარჯვება 5-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. მან ფინალში სათამაშო უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. მეორე გეიმშივე გაახერხე ბრეიკი, რამაც პირველი სეტის ბედი გადაწყვიტა - 6:3.
გაცილებით დაძაბული იყო მეორე სეტი, სადაც შეცდომა თავის ჩაწოდებაზე არც ერთს დაუშვია და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც მაინც სერბმა იმძლავრა (7:5), შესაბამისად, სეტებში 2:0 დაწინაურდა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე სეტის წაგებამ მედვედევი გატეხა, რადგან მესამე სეტში ჯოკოვიჩი კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო.
თუმცა, რუსმა გაბრძოლება მაინც შეეძლო, როდესაც სეტის მეხუთე გეიმში უკუბრეიკი გაახერხა და სხვაობა შეამცირა (2:3), მაგრამ იქვე დათმო ისევ თავისი ჩაწოდება და ფინალის ბედიც პრაქტიკულად იქ გადაწყდა. საბოლოოდ ნოვაკმა ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამ სეტში, 6:3, 7:6, 6:3 მოიგო.
შეხვედრა 3 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. სერბმა 4 ეისი მიითვალა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს 6 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა. მედვედევმა 32 ვინერსი მიითვალა და 38 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ნოვაკმა 38 ვინერსი და 35 უნებლიე შეცდომა დააგროვა
ნოვაკ ჯოკოვიჩის კარიერაში ეს იყო დიდი სლემის 24-ე ტიტული, კონკრეტულად ამერიკის ღია პირველობა კი მეოთხედ მოიგო, 2018 წლის შემდეგ კი პირველად.
დანიილ მედვედევი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 0:3 (3:6, 6:7, 3:6)