კალათბურთი

12:48 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული ანტიპოდები: მსოფლიოს ჩემპიონი კალათბურთში, კრახი - ფეხბურთში

გერმანიის საკალათბურთო ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო პერიოდი უდგას, საფეხბურთო ნაკრებს - უცუდესი.

ანტიპოდები, რასაც წლების წინ ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა. გერმანიის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც მართლაც წარმოუდგენელი იყო ადრე, ხოლო გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, შუალედში ევროპის ჩემპიონატზეც მისთვის სამარცხვინოდ გამოვიდა.

გარდა ამისა, ამჟამად, „ბუნდესნაკრებს“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია და ზედიზედ 3 წაგება აქვს, თან ბოლო როგორი? შინ იაპონიასთან 1:4... სწორედ ამიტომ, გაათავისუფლეს ჰანსი ფლიკი, რომელმაც აშკარად ვერ გაამართლა მოლოდინი და ორ წელიწადში გერმანიის ნაკრების ისტორიაში მხოლოდ „შავი ფურცლები“ დაწერა.

ზუსტად იმ დღეს, როდესაც საფეხბურთო ნაკრებიდან ფლიკი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - გააგდეს, საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა, თანაც როგორ? ტურნირზე რვავე შეხვედრა მოიგო, მათ შორის, ამერიკის ნაკრებთანაც.

გერმანული კალათბურთის განვითარება მიმდინარე საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო, ევროლიგაშიც ორი გუნდით არიან წარმოდგენილნი, კალათბურთელები NBA-შიც ჰყავთ და შედეგიც მოიმკეს. გერმანიის საფეხბურთო ნაკრები კი, 2014 წელს მოგებული მუნდიალის შემდეგ მუდმივ რეგრესს განიცდის, რაც შედეგებში ნათლად ჩანს.

0.11441