ფეხბურთი

11:32 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალის ეროვნულ ნაკრებში 15 წლის ფეხბურთელმა ითამაშა

სენეგალის ნაკრებში 15 წლის ფეხბურთელის დებიუტი შედგა. აფრიკის ეროვნებათა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუანდას წინააღმდეგ ამარა დიუფმა ითამაშა, რომელიც 2008 წლის 7 ივნისს დაიბადა.

დიუფი მოედანზე 71-ე წუთზე შეიხ საბალის ნაცვლად გამოჩნდა, რომელიც „მეცში“ თამაშობს და მისი თანაგუნდელი ცოტა ხნის წინ გიორგი მიქაუტაძე იყო. დიუფმა მარტინ ედეგორის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ნორვეგიის ნაკრებში 2014 წელს 15 წლისა და 253 დღის ასაკში ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 15 წლის დიუფიც სულ მალე დიდი ალბათობით, „მეცის“ ფეხბურთელი გახდება. ფრანგული მედიის ცნობით, ტრანსფერი გადაწყვეტილია. სენეგალელი დროებით განვითარების მიზნით „მეცის“ პარტნიორ კლუბში, „მადი ტურში“ ითამაშებს. მას „მეცში“ გადასვლა სადიო მანემ ურჩია.

აქვე გეტყვით, რომ სენეგალის ნაკრებმა რუანდას ვერ მოუგო და მხოლოდ ფრეს დასჯერდა (1:1).

0.121567