სხვა

10:24 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაზაკოვას და რევიას ბრინჯაო ბერგამოს ჩელენჯერზე

იტალიის ქალაქ ბერგამოში სპორტული ცეკვების თავისუფალი პროგრამით დასრულდა მესამე სატურნირო დღე, რომელიც ქართველი სპორტსმენებისათვის კიდევ ერთი, ამჯერად ბრინჯაოს მედლით აღინიშნა.

ანასტასია გუბანოვას ოქროსა და ნიკა ეგაძის ვერცხლის მედლებს ასევე დამსახურებულად შეემატა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ბრინჯაოს მედლები, რომელიც მათ ორი პროგრამის 180,99 ჯამური ქულით, მონაწილე 15 წყვილს შორის მოიპოვეს.

სამ სახეობაში ჩართულმა ქართველმა სპორტსმენებმა იტალიაში 3 მედალი მოიპოვეს.

0.12248