სხვა

21:36 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ეგაძის მეორე ადგილი ბერგამოს ჩელენჯერზე

დღეს, იტალიის ქალაქ ბერგამოში "ჩელენჯერის" საერთაშორისო ტურნირზე გათამაშდა კიდევ ერთი მედლების კომპლექტი მამაკაცებს შორის, სადაც ყველაზე კონკურენტული სპორტსმენები ასპარეზობდნენ. ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ღირსეულად გამოვიდა ტურნირის ორივე სეგმენტში.

თავისუფალ პროგრამაში მის მიერ შესრულებული სამი ოთხმაგი ნახტომი და ერთი სამნახევარი აქსელი ტურნირის ნამდვილი მშვენება იყო. ორი პროგრამის ჯამში 243,35 ქულით ნიკა ეგაძემ მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა და პირველობა მხოლოდ ყველაზე ტიტულოვან იაპონელ სპორტსმენს, ორგზის მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელ იუმა კაგიამას დაუთმო.

გუშინ ამავე ტურნირზე ევროპის ჩემპიონმა ანასტასია გუბანოვამ ყველაზე აჯობა და ჩელენჯერზე პირველი ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060919