საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა - შალვა გურეშიძემ ჩემპიონატის დასკვნით დღეს ჩვენს გუნდს მესამე ოქროს მედალი შესძინა.
ქართველი მძიმეწონოსანი ევროპის ჩემპიონატს მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ბერძენი, ესტონელი და თურქი მეტოქეები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი კვიპროსელ იანის ანტონიოუს ორი ვაზარით მოუგო, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. აღსანიშნავია, რომ გურეშიძემ ზედიზედ მოიგო ევროპირველობა.
ჩემპიონატის პირველ დღეს ჩემპიონი გახდა თენგო ზირაქაშვილი (66 კგ), მეორე დღეს ასევე ჩემპიონობა მოიპოვა გიორგი ტერაშვილმა (73 კგ), ბრინჯაოს მედალი მიიღო ლუკა ბაბუციძემ (81 კგ).
საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში (გოგონები და ვაჟები) მეორე ადგილი დაიკავა, ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში კი - პირველი.
GEONOC.ORG.GE