ფეხბურთი

22:50 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„პიუნიკმა“ „საბურთალოს“ ამხანაგურ მატჩში მოუგო. ერევნული კლუბი, შესაძლოა, სომხეთის ჩემპიონატიდან მოიხსნას

დღეს, 9 აგვისტოს, სომხეთის ჩემპიონატის ლიდერმა, ერევნის „პიუნიკმა,“ „საბურთალოსთან“ თბილისში ამხანაგური მატჩი გამართა და 1:4 გაიმარჯვა.

„პიუნიკის“ პრეზიდენტმა, არტურ სოგომონიანმა, ჟურნალისტებთან პრობლემებზე ისაუბრა. კლუბი, შესაძლოა, სომხეთის ჩემპიონატს გამოეთიშოს.

„სამწუხაროდ, დიახ, პრობლემა მართლაც სერიოზულია. მაგრამ ხორვატიასთან მატჩის წინ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ გვინდა, რადგან „პიუნიკის" ფეხბურთელები ნაკრებში თამაშობენ და საკმაოდ კარგადაც - გუშინ თურქეთთან ჩვენმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა (არტაკ დაშიანი), ეროვნულ გუნდს გამარჯვებას ვუსურვებთ. მაგრამ ნაკრებების თამაშების შემდეგ სათქმელი გვაქვს. ჩვენ ჩუმად არ ვიქნებით, თორემ კლუბი აღარ იარსებებს.“- ციტირებს სოგომონიანის სიტყვებს Sport24.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება „პიუნიკთან“ ქალაქ აბოვიანის სტადიონის გამოყენების შესახებ და ასევე უარი თქვა არმავირის სარეზერვო სტადიონის მიცემაზე სომხეთის ჩემპიონატის საშინაო მატჩებისთვის. ამის გამო, შესაძლოა, კლუბი ეროვნულ ჩემპიონატიდან მოიხსნას.

0.11555