მილანის „ინტერისა“ და შვეიცარიის ნაკრების მეკარე იან ზომერმა, მიუნხენის „ბაიერნში“ გატარებული პერიოდის შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს.
„ამ სიტუაციამ ჩემს კარიერას კიდევ უფრო მეტი აზარტი, ახალი გამოცდილება და დამატებითი გამოწვევები შესძინა. „ბაიერნში“ გასულმა წელმა ყველაზე იმოქმედა. ქაოსური დრო გახლდათ. იყო ბევრი ცვლილება, უარყოფითი შედეგი და ასევე ბევრი კრიტიკა.
ამავდროულად, ეს სრულიად ახალი გამოცდილება გამოდგა ჩემთვის. ვაფასებ ჩემს დროს „ბაიერნში.“ ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ. კრიტიკამ კი მეც და გუნდიც უფრო გაგვაძლიერა. მადლობელი ვარ ამ დროისთვის და ის წარმატებულად მიმაჩნია.“ - განუცხადა ზომერმა SRF-ს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტოში ზომერი „ბაიერნიდან“ „ინტერში“ 6 მილიონ ევროდ გადავიდა.