ფეხბურთი

12:07 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ და ურუგვაიმ შესარჩევი კარგად დაიწყეს, ნეიმარმა პელეს რეკორდი მოხსნა (+VIDEO)

კონმებოლში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო და დღეს თბილისის დროით გამთენიისას პირველი ტურის ბოლო ორი მატჩი შედგა.

ბრაზილიის ნაკრებმა ბოლივია 5:1 გაანადგურა და კარგი სტარტი აიღო. არადა, მე-17 წუთზე ნეიმარმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მერე „სელესაო“ შეუჩერებელი იყო. დუბლი შეასრულეს ნეიმარმა და როდრიგომ, ერთიც რაფინიამ გაიტანა. სხვათა შორის, ნეიმარმა პელეს გადაასწრო.

აქამდე, მათ 77-77 გოლი ჰქონდათ ეროვნულ ნაკრებში, ახლა ნეიმარს 79 აქვს და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო ურუგვაის ნაკრებმა, რომელმაც მონტევიდეოში ჩილე დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. მარსელო ბიელსას დებიუტიც მშვენიერი გამოვიდა. დე ლა კრუსმა დუბლი გაიფორმა, ერთხელ ვალერდემ შეაგდო. ჩილელთაგან თავი არტურო ვიდალმა გამოიჩინა, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103524