იუნიორთა შორის გრან პრის მესამე ეტაპზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებს შორის. თავისუფალ პროგრამაში, ისევე როგორც მოკლე პროგრამაში, წარმატებულად იასპარეზა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად ორი პროგრამის ჯამში 181,37 ქულით მესამე ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
სადებიუტო გამოსვლა ახლადშექმნილი წყვილისათვის იმდენად შედეგიანი აღმოჩნდა, რომ სპორტული წყვილების სეგმენტში ამ ტურნირის უკონკურენტო წყვილი გახდა. პროგრამის ტექნიკური ელემენტების შემადგენლობით მათი გამოსვლა უფროსი ასაკის ნებისმიერ ტურნირს დაამშვენებდა.
ლუკა და ანასტასია ორი კვირის შემდეგ უნგრეთში მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს და გრან პრის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას ეცდებიან.