„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ არ იცის, საუდის არაბეთის ჩემპიონატს საფრანგეთის ლიგა 1 დონით თუ სჯობს.
„გარწმუნებთ, რომ ფეხბურთი იქაც იგივეა, ბურთი მრგვალია, გოლები გადის. საუდის არაბეთში ბევრი კარგი ფეხბურთელი წავიდა, ამიტომ, არ ვიცი, სჯობს თუ არა, საფრანგეთის ჩემპიონატი. ვარჯიშების ტემპი ინტენსიურია, გამარჯვების წყურვილი დიდია, მინდა „ალ-ჰილალთან“ ერთად ტიტულების მოგება, ჩემს გონებაში არაფერი იცვლება. ადვილი არ იქნება საუდის არაბეთის ჩემპიონატის მოგება, სხვა ძლიერი გუნდებიც არიან, რომლებიც ცნობილი ფეხბურთელებით გაძლიერდნენ, ნახავთ, რომ ძალიან საინტერესო სეზონი იქნება“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ „ალ-ჰილალში“ ჯერჯერობით, ნეიმარის დებიუტი არ შემდგარა. ის საუდის არაბეთში პსჟ-დან გადავიდა.