ფეხბურთი

0:20 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიამ საქართველომდე ამხანაგური მატჩი იოლად მოიგო, ჰოლანდი დაასვენეს

ნორვეგიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ივარჯიშა.

სტალე სოლბაკენის გუნდმა შინ იორდანიის ნაკრები 6:0 გაანადგურა. არ უთამაშია ერლინგ ჰოლანდს, რომელიც ნორვეგიელებმა დაასვენეს, შესაბამისად, საქართველოსთან შეხვედრისთვის მისი ენერგია დაზოგეს.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

ნორვეგია - იორდანია 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 ნუსა (11), 2:0 აიერი (23), 3:0 ლარსენი (31), 4:0 ბიორკანი (41), 5:0 ფინე (80), 6:0 ვეტლესენი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113012