შვეიცარიული „სიონის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ თურქეთის ჩემპიონატის დონე დღეს უფრო მაღალია, ვიდრე სერია A-ს.
ბალოტელი თურქეთში 2021-2022 წლების სეზონში „ადანა დემირსპორის“ ღირსებას იცავდა და ამიტომაც, შეადარა სუპერლიგა სერია A-ს:
„შარშან სერია A-ს რამდენიმე მატჩი ვნახე და შევადარე იმ მატჩებს, რომლებშიც მონაწილეობას ვიღებდი თურქეთში. დღეს, თურქეთის ჩემპიონატის დონე ფაქტობრივად უფრო მაღალია, ვიდრე სერია A-ს. ეს არ ნიშნავს, რომ სერია A დაბალი დონისაა, მაგრამ სხვა ჩემპიონატები პროგრესირებენ“, - თქვა ბალოტელიმ.