საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) კიბერსპორტის (Esport - ელექტრონული სპორტი, კომპიუტერული სპორტი) კომისიის შექმნის შესახებ იუწყება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერსპორტის მეშვეობით IOC ახალი აუდიტორიის მოზიდვის და ახალი შესაძლებლობების წარმოუდგენელ პოტენციალს ხედავს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის.
"IOC მიიჩნევს, რომ სპორტის ვირტუალურ სახეობებს შეუძლია გაამდიდროს და გააუმჯობესოს სპორტის ტრადიციული ოლიმპიური სახეობები, ასევე სპორტსმენებს და გულშემატკივრებს მისცეს ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულობისთვის ახალი შესაძლებლობები. გვჯერა, რომ სპორტის ვირტუალურ სახეობებს შეუძლია ხელი შეუწყოს ღირებულებების სრულყოფას, მეგობრობას და პატივისცემას, რაც იმთავითვე საფუძვლად უდევს ოლიმპიურ თამაშებს. ასევე მას შეუძლია წაახალისოს მსოფლიოს ახალგაზრდა ადამიანები დაკავდნენ სპორტით და მისდიონ ცხოვრების აქტიურ და ჯანსაღ წესს," - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი.
ცნობისთვის: წლეულს, ივნისში, სინგაპურში ჩატარდა კიბერსპორტის ისტორიაში პირველი ოლიმპიური კვირეული.
RUGBY.GE