რაგბი

10:24 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

15 წ. | მე-5 ადგილის ფინალში ინგლისთან

საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, საფრანგეთში მიმდინარე რაგბის სკოლების მსოფლიო თასის მეორე სათამაშო დღეს პირველი შეხვედრა დათმო, მეორე მოიგო და ხვალ 7 სექტემბერს მე-5 ადგილის ფინალში ითამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ ახალი ზელანდიის და რუმინეთის გუნდები დაამარცხა, ირლანდიასთან ფრედ ითამაშა და თასის 1/4-ფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის, მე-7 გუნდის სტატუსით გავიდა.

1/4-ფინალში ახალი ზელანდიის მეორე გუნდი შეგვხვდა. მეტოქემ თამაში ხისტად დაიწყო და მატჩის დებიუტშივე ორი ბიჭი ლურჯი ბარათით გამოგვაკლდა. ისინი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ტურნირზე ვეღარ ითამაშებენ.

საბოლოოდ ზელანდიელებმა 3-1 მოიგეს და მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადავინაცვლეთ. იქ მონაკოს 7-კაცა შეგვხვდა, რომელმაც თავის ჯგუფში უელსი ჩატოვა და 9-4 დავამარცხეთ. შედეგად, მე-5 ადგილის ფინალში ხვალ, 7 სექტემბერს ინგლისის სკოლას ვეთამაშებით.

15-წლამდელთა 7-კაცას სასკოლო მსოფლიო თასზე თამაშობენ: ნიკოლოზ გოგუაძე (აკადემია), ილია გოგუაძე (აკადემია), ნიკოლოზ ჯანგულაშვილი (ლომები), საბა ცინცაძე (ხვამლი), გიორგი ირემაძე (ხვამლი), რევაზ ცხვედიანი (ხვამლი), გაბრიელ ჩიქოვანი (რაშები), დაჩი ოყროშიძე (რაშები), გიორგი გაბუნია (ლელო), საბა ჭინჭარაული (ლელო), ანდრია კუნჭულია (ლელო), გიორგი ხონელიძე (ლელო), თედორე სვანიძე (ბათუმი), ნიკოლოზ აბაკელია (სოხუმი), გიორგი ქევანიშვილი (აია).

მთავარი მწვრთნელი: გია ლაბაძე

მწვრთნელი: ნიკოლოზ ჩიტალაძე

RUGBY.GE

0.115