ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა და „მილანის“ გულშემატკივარმა, ტიციანო კრუდელიმ განაცხადა, რომ ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დონე დაეცა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი სეზონის სტარტზე არ მოეწონა.
„შემიძლია ქართველ თავდამსხმელზე ერთი რამ ვთქვა? მეჩვენება, რომ ის ძველებურად ვერ თამაშობს, ბოლო დროს მისი თამაშის დონე დაეცა. უბრალოდ ვამბობ, რომ კვარაცხელიამ სეზონის სტარტზე ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ალბათ ამის მიზეზი ტრავმაცაა, რომელმაც მასზე აშკარად იმოქმედა“, - თქვა კრუდელიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ორ მატჩში 1 საგოლე პასი აქვს თავის ანგარიშზე.