ფეხბურთი

20:04 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი თბილისში მოდის: ლაპორტის თამაში საეჭვოა, გუნდში დებიუტანტს უხმეს

ესპანეთის ნაკრებს შესაძლოა საქართველოს ნაკრებთან ემერიკ ლაპორტი დააკლდეს. „ალ-ნასრის“ მცველს მცირე ტრავმა აქვს და ჯერ შეკრება არ დაუტოვებია, მაგრამ მისი თამაში საეჭვოა.

ამიტომაც, მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გუნდში „სარაგოსას“ მცველი ალეხანდრო ფრანსესს უხმო, რომელიც დებიუტანტია. ის 21-წლამდე ნაკრებში იყო მიწვეული, მაგრამ ჯერ ეროვნულ გუნდში ვარჯიშობს.

თუმცა, ესპანური მედიის ცნობით, ფრანსესი გუნდს თბილისში არ გაჰყვება, უბრალოდ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ესპანეთის ნაკრებმა სამშობლოში ბოლო ვარჯიში დღეს ჩაატარა და გუნდი თბილისისკენ უკვე გამოეგზავრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113274