ფეხბურთი

19:15 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიან რუისი: "კვარაცხელია საფრთხეს შეგვიქმნის, საქართველოსთან მოგება რთული იქნება"

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქართველოსთან მოგება უფრო რთული იქნება, ვიდრე ორი წლის წინ, როდესაც თბილისში 2:1 მოიგეს.

„დიახ, მე ვითამაშე 2021 წელს თბილისში საქართველოსთან და ახლა მოგება უფრო რთული იქნება. ვიცნობ მათ სტადიონზე ატმოსფეროს და ვიცი, რომ საქმეს პირველივე წუთიდან გაგვირთულებენ. ვეცდებით, შეტევაში წავიდეთ და გავაკეთოთ ის, რასაც მწვრთნელი გვთხოვს.

კვარაცხელია? პსჟ-ში წასვლამდე მასთან ერთად „ნაპოლიში“ პრესეზონზე ვარჯიში მოვასწარი. ვიცით, რომ მრავალფეროვანი მოთამაშეა, რომელსაც ბევრი თვისება აქვს. ის სწრაფია და ერთი-ერთზე სახიფათოა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა და „ნაპოლიში“ მაღალ დონეზე თამაშობს. მას ცოტა მეტი ყურადღება უნდა მოვაქციოთ, რადგან საფრთხეს შეგვიქმნის“, - თქვა რუისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113546